მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის პრეზიდენტის აპარატზე თავდასხმის საფრთხის გამო ჟურნალისტებს შენობის დატოვება სთხოვეს

621778b9c1205
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.22 16:21
735
უკრაინის პრეზიდენტის აპარატზე თავდასხმის საშიშროების გამო, ჟურნალისტებს მისი დატოვება სთხოვეს - წერს BBC უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მიხეილ პოდლიაკის განცხადებაზე დაყრდნობით.

მთავრობა იქ საათში ერთხელ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ბრიფინგების გამართვას გეგმავდა. მიხეილ პოდლიაკმა ჟურნალისტებს რედაქციებში დაბრუნება სთხოვა, რამდენადაც „შესაძლოა სამთავრობო კვარტალში ქვეყნის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის მიზნით დივერსანტების დაშვების მცდელობა იყოს“.

ცნობისთვის, რამდენიმე საათით ადრე უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყებოდა, რომ რუსმა სამხედროებმა კიევის რეგიონის საზღვრები გაარღვიეს. რუსეთის სამხედროებმა ბრძოლით უკრაინა-ბელორუსის საზღვარი გაარღვიეს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 

BBC-ის ცნობით, კიევის სხვადასხვა რაიონში აფეთქებების ხმები ისმოდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის ანტონ გერაშენკოს მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ორი ფრთიანი რაკეტა ფარულ სამხედრო ობიექტებს დაესხა თავს.

სოციალურ ქსელში კი გაჩნდა ფოტოები და ინფორმაცია კიევის დასავლეთ საზღვართან აფეთქებების შესახებ, სადაც სამხედრო აეროდრომია განთავსებული. ცეცხლის ქვეშ მოექცა ასევე სამხედრო ნაწილი რიბალსკის კუნძულზე.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა; ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები