უკრაინის რკინიგზის მმართველი სააქციონერო საზოგადოება „უკრზალიზნიცა“ რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობს. ინფორმაციას უკრაინული UNIAN-ი კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, „უკრზალიზნიცამ“ ევროპის და აზიის ყველა ქვეყნებს აგრესორი ქვეყანის - რუსეთის რკინიგზის ადმინისტრაციებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის გაწყვეტის მოწოდებით მიმართა. „შესაბამისი შეტყობინებები ყველა რკინიგზის ადმინისტრაციასთან არის გაგზავნილი, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან გადაზიდვებს ახორციელებენ. ასევე მოვუწოდებთ ყველანაირი ურთიერთობის სისტემის შეწყვეტისა და რუსეთის რკინიგზის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გარიცხვისაკენ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„უკრზალიზნიცაში“ აცხადებენ, რომ რუსებმა არამხოლოდ ფრენის, არამედ სარკინიგზო მგზავრობის შეზღუდვაც უნდა მიიღონ. რუსეთის რკინიგზის თანამშრომლებისადმი გაკეთებულ მიმართვაში ნათქვამია:
„გამცილებლებო, მატარებლის მშენებელო, დისპეჩერო, მემანქანევ, რომლებიც ასრულებთ დანაშაულებრივ ბრძანებებს და გადაგყავთ ტანკები, საბრძოლო ტექნიკა და ოკუპანტები უკრაინის დერეფნისკენ, აღარასდროს გექნება რკინიგზელის საპატიო წოდება - შენ მკვლელი ხარ. შენი ქმედებით მშვიდობიან მოსახლეობას კლავ და უკრაინის ერის გენოციდს ახდენ“.
გადამზიდი კომპანია აღნიშნავს, რომ „უკრზალიზნიცაში“ იმას აკეთებენ, რასაც რუსები ვერც წარმოიდგენდნენ - აფეთქებებისა და სროლის თანხლებით მუშაობენ.




























