მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების ჯამურმა მოცულობამ $380 მილიარდს მიაღწია

საქსტატი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მყისიერ რეაგირებას საჭიროებდა. უკრაინის დასახმარებლად დასავლურმა სახელმწიფოებმა სხვადასხვა გზებს მიმართეს, ზოგიერთი ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლა, ზოგიც სამხედრო დახმარების გაგზავნასაც არ ერიდება.

უკრაინის დონორებს შორის პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელზედაც გლობალური დახმარების თითქმის ნახევარი მოდის; მეორე ადგილს ევროკავშირის სახელმწიფოები იკავებენ, სიაში ასევე ვხედავთ ბრიტანეთს, იაპონიას, კანადას, ავსტრალიას და სხვა დიდ სახელმწიფოებს.

საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან 1,000 დღის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების მოცულობა 380 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც მსოფლიოს ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. ამ კოლოსალური თანხის ნაწილი გრანტებზე მოდის, ასევე არის იარაღი, ჰუმანიტარული დახმარება და სხვა სახის პროდუქტები. ასევე, უკრაინაზე ათეულობით მილიარდი დოლარის შეღავათიანი სესხებია გაცემული, რომელთა გარეშე ქვეყნის მთავრობა ფუნქციონირებას უბრალოდ ვერ გააგრძელებდა.

დასავლეთის უპრეცედენტო დახმარების მიუხედავად, უკრაინა ომში გამარჯვებისაგან საკმაოდ შორსაა და ისიც სათუოა, როდის დასრულება ომი, რომელსაც, სამწუხაროდ, ბოლო ჯერაც არ უჩანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები