მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების გაგრძელელება ვერ ხერხდება

645742cdb11c3
მარიამ ვარადაშვილი
07.05.23 10:12
817
თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების გაგრძელება ვერ ხერხდება. კერძოდ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ნებართვის გაცემაზე ახალი ხომალდებისთვის, თუმცა უკვე ნებადართული ხომალდების ყოველდღიური შემოწმება კვლავ გრძელდება.

რუსეთი იმუქრება, რომ შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ შეთანხმებას 18 მაისიდან დატოვებს, რადგან რუსულ მარცვლეულსა და პესტიციდების ექსპორტზე შეზღუდვები არ მოიხსნა.

მეტიც რუსული მხარე აცხადებს, რომ არსებული შეთანხმების ფარგლებში შავი ზღვის პორტები მხოლოდ იმ გემებს გაატარებს, რომლებიც პორტებს 18 მაისისთვი დატოვებენ. უკრაინამ და რუსეთმა გასული წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები