მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ულტიმატუმებით საუბარი არსად შედეგის მომტანი არ ყოფილა“ - ლევან დავითაშვილი

60ab80e0eee75
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.21 15:00
454
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ულტიმატუმის ენით საუბარი შედეგის მომტანი ვერ იქნება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში სახელმწიფო ყველა არსებული ფორმატის გამოყენებისთვის მზად არის, რადგან დიალოგს აზრი მხოლოდ ამ ფორმატების პირობებში ექნება.

„ულტიმატუმებით საუბარი არცერთ შემთხვევაში, არსად შედეგისმომტანი არ ყოფილა. არათუ კონკრეტულ ეკონომიკურ პროექტთან, არამედ არც ერთ პოლიტიკურ პროცესში ასეთი ტიპის ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია, მათ შორის ჩვენს უახლოეს წარსულში. უნდა დავსხდეთ და კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბროთ, იმიტომ, რომ ზოგადი მოთხოვნები პროდუქტიული არ იქნება, მაგრამ კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება იყოს პასუხები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები