მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში ცუკერბერგმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

მარკ ცუკერბერგი Meta

Facebook-ის დამფუძნებლის და Meta-ს გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება ამჟამად 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ამ მაჩვენებლით მან მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. Meta-ს ხელმძღვანელის წინ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ადამიანია - ილონ მასკი, რომელიც მას $58 მილიარდით უსწრებს.

Meta-ს ბოლოდროინდელი წარმატება Connect-ის ღონისძიებაზე ახალი პროდუქტის - გაფართოებული რეალობის სათვალის, Orion-ის წარდგენას უკავშირდება. ამ მოწყობილობის მიზანი ვირტუალური სამყაროს რეალობაში გადმოტანაა და ის ჯერაც პროტოტიპის ეტაპზეა, თუმცა თუ ცუკერბერგს დავუჯერებთ, მომავალში ის სმარტფონებსა და ტელეფონებს გაუწევს კონკურენციას.

მართალია, მეტავერსის შექმნის მიმართულებით კომპანიას დიდი პროგრესი არ აქვს და ეს იდეა, ჯერჯერობით, მხოლოდ $60-მილიარდიანი საოპერაციო ხარჯის მომტანი აღმოჩნდა, თუმცა ცუკერბერგი ირწმუნება, რომ Reality Labs-ის საქმიანობის ნაყოფს საზოგადოება მალე იხილავს, რადგან ახლა უკვე საქმეში ხელოვნური ინტელექტიც ჩაერთო.

უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ის Meta-დ გარდაქმნის შემდეგ, კომპანიამ მეტავერსის შექმნის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა. ამ პროცესმა კომპანიას მნიშვნელოვანი წარმატებაც მოუტანა, მაგალითად: 2022 წლის მინიმალური ნიშნულიდან დღემდე Meta-ს აქციების ღირებულება 500%-ითაა გაზრდილი, ხოლო კომპანიის საბაზრო შეფასება ამჟამად 1 ტრილიონ 470 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც Meta-ს არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია. ამ შედეგით Meta-ს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-7 ადგილი უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები