მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმდიდრესი რუსი ოლიგარქი Yandex-ის მეწილე გახდა

პოტანინი

რუსი ოლიგარქი მილიარდერის, ვლადიმირ პოტანინის საინვესტიციო ჰოლდინგი Interros-ი რუსული ტექნოლოგიური კომპანიის, Yandex-ის აქციონერი გახდა.

როგორც ცნობილია, პოტანინის ჰოლდინგმა „რუსული Google-ის“ 9.95%-იანი წილი იყიდა და ამით Yandex-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი გახდა.

Bloomberg-ის შეფასებით, პოტანინის ქონება $32 მილიარდს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის რუსეთის უმდიდრესი მოქალაქეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები