უმსხვილესმა ესპანურმა ბანკმა, BBVA-მ ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ორგანოსთან ბიტკოინით, ეთერიუმით და სხვა კრიპტოაქტივებით ვაჭრობის უფლება მიიღო.
BBVA-ის კლიენტები პირდაპირ პლატფორმიდან შეძლებენ სასურველი კრიპტოვალუტების ყიდვას, გაყიდვას და შენახვას. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კორპორაციული კლიენტების მხრიდან კრიპტოაქტივებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამიტომ კომპანიამ აღნიშნული სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღო.
მარეგულირებლის განმარტებით, ბანკი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მას ყველა ის საჭირო ლიცენზია აქვს, რომელიც სერვისის მიწოდებისათვის არის საჭირო. როგორც ცნობილია, ესპანურ ბანკს 72 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ის მსოფლიოს 30 ქვეყანაში არის წარმოდგენილი.