მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიები ენერგეტიკაში FDI-ის მიხედვით - 2022, 9 თვე

639ee9464c5a7
თელარა გელანტია
18.12.22 14:20
1125
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკაში 313,1 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე მაღალია - 2021 წელს სულ 185.9 მლნ დოლარი შემოვიდა.

საქსტატის მონაცემებითვე, წელს განხორციელებული FDI-ის უდიდესი ნაწილი პირველ კვარტალზე მოდის. კერძოდ, წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში 236,5 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო ამ სექტორში, მეორე კვარტალში - $76.6 მლნ, მესამე კვარტალში კი მხოლოდ - 9.4 მლნ დოლარი.

BM.GE-მ საქსტატისგან იმ 10 კომპანიის ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებიც მიმდინარე წლის სამ კვარტალში, ენერგეტიკაში FDI-ს ფორმირებაში მონაწილეობდნენ. ესენია:

სს თელასი;
შპს თბილისი ენერჯი;
სს ენერგო - პრო ჯორჯია;
სს საქორგგაზი;
სს ხრამჰესი II;
სს დარიალი ენერჯი;
შპს აჭარისწყალი ჯორჯია;
შპს აკვალია საქართველო;
სს ეპ ჯორჯია მიწოდება;
შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები