მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უმსხვილესი უკრაინული კომპანიის ხელმძღვანელი, ალექსეი ვადატურსკი სამხედრო თავდასხმას ემსხვერპლა

62e67b716a0d3
გიორგი თოლორდავა
31.07.22 18:49
902
უკრაინის სამხრეთ რეგიონში რუსული სამხედრო ძალების თავდასხმას ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული სასოფლო-სამეურნო კომპანიის „ნიბულონის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ალექსეი ვადატურსკი ემსხვერპლა.

Forbes Ukraine-ს შეფასებით, 2021 წელს 74 წლის ვადატურსკის ქონება 430 მილიონ დოლარს შეადგენდა და ის ქვეყნის 100 უმდიდრეს მოქალაქეს შორის იყო. გამორჩეული ღვაწლისათვის კი ის 2007 წელს „უკრაინის გმირის“ ორდენის კავალერი გახდა.

კომპანია „ნიბულონი“ ვადატურსკიმ 1991 წელს დააფუძნა და ის ქვეყნის მასშტაბით ათასობით თანამშრომელს ასაქმებდა. $2.3-მილიარდიანი აქტივების მქონე კომპანია მარცვლეულის, ბურღულეულისა და სასოფლო-სამეურნო პროდუქციის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.

გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ვადატურსკისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელიც აგრეთვე გარდაცვლილი იპოვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები