მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა ავიცრათ, თორემ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა არ გაჩერდება - პაატა იმნაძე

60f6b93379257
ინგა მურუსიძე
20.07.21 16:02
684
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება ძალიან გართულებულია და რეგულაციების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბული გვაქვს. ერთადერთი, რაც დაგვრჩა ის არის, რომ დარჩენილი რეგულაციები შევასრულოთ საბავშვო ბანაკებთან, კონფერენციებთან და ტრენინგებთან დაკავშირებით და ა.შ. გზა არის ერთი, უნდა ავიცრათ, თორემ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა არ გაჩერდება“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, არსებული შეზღუდვები და დაწესებული რეგულაციები ვირუსის შესაკავებლად აბსოლუტურად საკმარისია, თუკი მოქალაქეები მას შეასრულებენ.

„რა რეგულაციებიც არის, ისინი დავიცვათ და ვირუსი შეკავდება. არიან ადამიანები, ვინც სხვის შეცდომებზე სწავლობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლით. იღუპება ჩვენი ახლობლები, ჩვენი მეგობრები, ნათესავები. უნდა ავიცრათ“, - აღნიშნა მან.