ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ ანი ქავთარაძის თქმით, სახელმწიფო სტრატეგია უნდა დაიგეგმოს ისე, რომ ადამიანებს არ დარჩეთ კითხვები ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. საკითხზე მან BMG-ის გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა. ანა ქავთარაძეს ესმის ადამიანების, რომლებსაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი აქვთ.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ბევრი ინფორმაცია მიეწოდა მოსახლეობას და თავადაც მოიძიეს Covid-ინფექციის შესახებ, კვლავ უნდა ავუხსნათ მათ, რა საშიშროების წინაშე ვართ, თუ ვაქცინაცია შეფერხება და უარეს შემთხვევაში, არ განხორციელდება.
ეს არის მაგალითად მუტირებული შტამები, რომლებიც შეუძლიათ გამოიწვიონ ინფექციის გავრცელება, ახალი ტალღები და დაუსრულებლად ჩართვა ამ პროცესში, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს, რომლებსაც აქვთ თუნდაც ძალიან კარგი ეკონომიკური მდგომარეობა. პირველ რიგში ეს ეხება ადამიანების სიცოცხლეს. ერთი მხრივ, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, Covid-ინფექციის გართულებების და პოსტკოვიდური პერიოდის შესახებ და ამასთანავე ვაქცინის, მისი რაობის, არსის და სარგებლიანობის შესახებ“, - განაცხადა ქავთარაძემ.




























