ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი აშშ-ს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა - ამის შესახებ უილსონი სოციალურ ქსელში წერს და "რესპუბლიკური პარტიის" ანგარიშიდან ამონარიდს აქვეყნებს.
"უნდა დავასანქციროთ არალეგიტიმური რუსი მარიონეტები, რომლებიც ქართველ ხალხს ესხმიან თავს და მათ სუვერენობას უარყოფენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. მადლიერი ვარ, რომ ამის შესახებ მოწოდება „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ 2020 წლის ანგარიშშიც გვქონდა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ჯონსონთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, მაიკ უოლცთან ერთად", - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და "მეგობარი აქტის" თანაავტორი, ჯო უილსონი X-ზე.
2020 წლის ზაფხულში ცამეტმა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარადგინა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესება იყო მოთხოვნილი.
ცნობისთვის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ შემუშავებული და კონგრესში წარდგენილი "MEGOBARI აქტი" მოიცავს სანქციებს საქართველოში რუსული კანონის მხარდამჭერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ასევე, კურსის ცვლილების შემთხვევაში, სამხედრო და სავაჭრო დახმარების პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას.