მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უნდა გამოვიჩინოთ კრეატიული მიდგომა და აშშ-თან თავისუფალ ვაჭრობას სექტორულად მივუდგეთ“ - AmCham-ის პრეზიდენტი

AmCham

ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ირაკლი ბაიდაშვილის განცხადებით, შესაძლებელია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობაზე მსჯელობა სექტორულად დაიწყოს.

როგორც მან ევროპული ბიზნეს ასოციაციისა (EBA) და ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრების აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ამ საკითხზე საელჩოსთან არაერთი საუბარი ყოფილა.

„აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის სტატუსი, ჯერჯერობით, არ შეცვლილა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება არის ამერიკის ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, რომელსაც გარკვეული პროცედურული საკითხებიც აქვს, ვადიანობაც და ა.შ. თუმცა მიმაჩნია და ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ კრეატიული მიდგომა და მათ შორის საელჩოსთანაც ბევრჯერ განვიხილეთ ეს საკითხები, კერძოდ, ის, რომ თუ რაღაც გადაწყვეტილება იგვიანებს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება სექტორულად მივუდგეთ. ძალიან ბევრი გზა არსებობს იმისათვის, რომ ქართულ ბიზნესს აშშ-ის ბაზრისკენ გზა გავუკვალოთ“, - განაცხადა ბაიდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები