მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გავრცელდეს თუ არა მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საფინანსო სექტორზე - ეკონომისტების შეფასება

6390870a2dab8
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.22 20:00
761
„პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული საქართველოს ეკონომიკური კლიმატის განახლებული მიმოხილვის ერთ-ერთი საკითხი მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საფინანსო სექტორზე გავრცელება იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ 5 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კომერციული ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავიდოდნენ. პრემიერის თქმით, შესაბამისი ინიციატივით მთავრობა პარლამენტს მიმართავს. მანამდე დარგი, საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელის გავრცელებას მომდევნო წლიდან ელოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფინანსთა სამინისტრო წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2023 წელს ბანკებისთვის ეს მოდელი ვერ ამოქმედდებოდა, საფინანსო სექტორი ამ გადაწყვეტილების გადავადებას ელოდა.

უნდა გავრცელებულიყო თუ არა მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ბანკებზე - „პი ემ სის კვლევითი ცენტრის“ ამ კითხვას 60 ეკონომისტმა უპასუხა.

მათი უმეტესობა - 44% თანხმდება, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ფინანსურ სექტორზე 2023 წლიდან უნდა გავრცელდეს.

ამის საპირისპიროდ - 22% თვლის, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ფინანსურ სექტორზე საერთოდ არ უნდა გავრცელდეს, ხოლო 11% ფიქრობს, რომ ეს 2023 წელს არ უნდა მოხდეს, მაგრამ საბოლოოდ, უახლოეს წლებში, მოგების გადასახადის ესტონური მოდელით ფინანსურმა სექტორმაც უნდა ისარგებლოს.

ცნობისთვის: საქართველოში 2018 წლიდან დანერგილი მოგების გადასახადის ესტონური მოდელი გულისხმობს, რომ თუ მოგებიდან მიღებული თანხა კომპანიაში რეინვესტირდება ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები