მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა შეიქმნას „საბანკო შარლ მიშელის“ ფორმატი - რომან გოცირიძე

დეპუტატი

უნდა შეიქმნას „საბანკო შარლ მიშელის“ ფორმატი, - ამის შესახებ დეპუტატმა, ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და განცხადა, რომ ნათია თურნავა როგორც მარეგულირებლის ვიცე-პრეზიდენტი და ამავე დროს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს. 

„დღეს საქართველოს ფინანსური სისტემა დგას სერიოზული საფრთხის ქვეშ. ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი, ეროვნული ბანკი არის პარალიზებული. პარალიზებულია თქვენი მავნებლური ქმედების შედეგად, როცა მიიღეთ ის კანონი, რომელმაც გამოიწვია ეროვნული ბანკის მმართველობითი რგოლის ფაქტობრივად ჩამოშლა. გადადგა ყველა პასუხისმგებლიანი და გადაწყვეტილების მიმღები პირი. დღეს ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი. სებ-ის აღმასრულებელ რგოლში არ არის სამი ვიცე-პრეზიდენტი. დარჩენილია ერთადერთი პირი, ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს ასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას.

ფაქტობრივად, სებ-ში ერთ ადამიანს, ერთპიროვნულად უწევს გადაწყვეტილებების მიღება. ჩიხია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. გთავაზობთ, შეიქმნას ისეთი პროცესი, რაც იყო შარლ მიშელის შეთანხმების დროს, „საბანკო შარლ მიშელი" ვუწოდოთ პირობითად, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ერთი მხრივ პრეზიდენტი, მეორე მხრივ უმრავლესობა, ოპოზიცია და სავალუტო ფონდი მეთვალყურის სტატუსით“, - განაცხადა გოცირიძემ.