მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნგრეთის პრემიერი მზადაა, საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობაში წვლილი შეიტანოს

ირაკლი კობახიძე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მზაობას გამოთქვამს, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მიმართულებით წვლილი შეიტანოს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, საქართველო და უნგრეთი სტრატეგიული მიმართულებით განავითარებენ ურთიერთობებს.

„ჩვენ უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ ეკონომიკურ აღმავლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ტურიზმისა და წყლის რესურსების განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ერთად შეგვიძლია მუშაობა უმსხვილესი პროექტის ფარგლებში. ევროკავშირისთვის უმსხვილესია ეს პროექტი, რადგან უშველებელი ევროპული გეგმა გულისხმობს მწვანე ელექტროენერგიის მიწოდებას კავკასიის რეგიონიდან ევროპაში, რომელიც არის მეგაევროპული პროექტი.

ამისათვის მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობენ ამ მიმართულებით და ერთობის საწარმოც გვაქვს და ეს გადამწყვეტია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა განათლების მიმართულებით მხარდაჭერის საკითხს. მისი თქმით, უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის სწავლას აფინანსებს უნგრეთში.

როგორც მან აღნიშნა, უნგრეთში სწავლის ინტერესი გაცილებით დიდია, მაგრამ 80 სტუდენტისთვის გამოიყოფა სტიპენდია.

„მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები