მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UniCredit-ს გერმანული Commerzbank-ის შესყიდვა სურს

unicredit

უმსხვილეს იტალიურ საბანკო-საფინანსო ჰოლდინგს, UniCredit-ს გერმანული კონკურენტის, Commerzbank-ის შესყიდვა სურს.

UniCredit-ის გენერალური დირექტორის, ანდრეა ორჩელის განცხადებით, Commerzbank-ის აქციონერებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რაც იტალიური ბანკის მხრიდან კონკურენტის აქციების გამოსყიდვას უკავშირდება.

შესყიდვის მზაობის გამოხატვის მიზნით, UniCredit-მა გასულ კვირას Commerzbank-ის 9%-იანი წილი შეიძინა. დამატებითი ტრანზაქციის განხორციელებისათვის მარეგულირებლისა და აქციონერების მხრიდან დასტურია საჭირო, რასაც იტალიური კომპანია ამჟამად ელოდება.

თავად კომპანიებს რაც შეეხებათ, UniCredit-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $65 მილიარდს აღწევს, Commerzbank-ის კაპიტალიზაცია კი $20 მილიარდია. როგორც ანდრეა ორჩელი აღნიშნავს, ბანკების შერწყმა მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის, რაც მომხმარებლებისა და ინვესტორებისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები