მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Unilever-ი და McCormick-ი $60-მილიარდიან გარიგებას გეგმავენ

Unilever და McCormick

ბრიტანული სამომხმარებლო გიგანტი Unilever შეთანხმებას უახლოვდება, რომელიც მისი კვების პროდუქტების ბიზნესის ამერიკულ სანელებლებისა და არომატიზატორების მწარმოებელ McCormick -სთან გაერთიანებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, გარიგება სავარაუდოდ $60  მილიარდის ღირებულების იქნება, ხოლო Unilever-ის აქციონერებს გაერთიანებულ კომპანიაში 65%-იანი წილი ექნებათ.

ექსპერტების შეფასებით, Unilever-ის საკვების ბიზნესი დაახლოებით 28–31  მილიარდ დოლარამდეა შეფასებული, ხოლო McCormick-ის ბაზრის კაპიტალიზაცია $14.2 მილიარდს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გარიგება Unilever-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფერნანდო ფერნანდესის, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მას შემდეგ, რაც მან 2025 წელს გაყინული დესერტების კომპანია, მათ შორის Ben & Jerry’s და Magnum გაყიდა.

ანალიტიკოსების თქმით, ეს გარიგება შექმნის კვების ინდუსტრიაში ახალ გიგანტს, რომელიც ორიენტირებული იქნება გემოსა და ინოვაციებზე. ხოლო, უნილევრის განმარტებით, მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, ამიტომ საბოლოო გარანტია ჯერ არ არსებობს, თუმცა შეთანხმება უახლოეს დღეებში შეიძლება დადასტურდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები