მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

United Airline-მა აუცრელი თანამშრომლები შესაძლოა, სამსახურიდან გაუშვას

615981a01c4e4
თათია კაკიაშვილი
03.10.21 21:40
587
„ისეთი თანამშრომლების გათავისუფლება, რომლებიც COVID-საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობენ, სწორი საქციელია“, - ამის შესახებ „ბი ბი სის“ ავიაკომპანია United Airline-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ კირბიმ განუცხადა.

გამოცემის ცნობით, კომპანიაში დასაქმებული 67,000 თანამშრომლიდან 300-მდე ადამიანი ჯერ კიდევ არ არის აცრილი, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას და იდეას, ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულების თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ეწინააღმდეგება.

United Airline-ის აღმასრულებელი დირექტორის სკოტ კირბის განცხადებით, „ვაქცინაციის მკაცრი პოლიტიკის გატარება სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა“. ამასთან, გასული კვირის მონაცემებით, კომპანიის 2000-მდე დასაქმებულმა რელიგიური და სამედიცინო ნიშნით ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ასეთი თანამშრომლების სამსახურში დარჩენა-არ დარჩენის საკითხს United Airline-ი ახლა პროფკავშირებთან შეთანხმებით გადაწყვეტს.

„სავალდებულო ვაქცინაციის გამოცხადების მომენტიდან 7 კვირის განმავლობაში მივიღეთ ასეთი შედეგი. ეს ყველა სხვა კომპანიისთვის მაგალითი უნდა იყოს“, - განაცხადა სკოტ კირბიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები