ამერიკულმა ჯანდაცვის კონგლომერატმა, UnitedHealth-მა პირველ კვარტალში ანალიტიკოსების მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა და წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა.
კომპანიის მონაცემებით, მოგებამ თითო აქციაზე $7.23 შეადგინა, რაც 66 ცენტით უოლ-სტრიტის მიერ ნავარაუდებ მაჩვენებელზე. დადებითი შედეგები სამედიცინო ხარჯების ეფექტურმა მართვამ და სადაზღვევო ბიზნესში სახელმწიფო გადახდების გაუმჯობესებულმა პირობებმა განაპირობა, რის შედეგადაც კომპანიის აქციების ფასი პრემარკეტზე თითქმის 6 პროცენტით გაიზარდა.
პირველ კვარტალში სამედიცინო ხარჯების კოეფიციენტმა 83.9 პროცენტი შეადგინა, რაც იმაზე დაბალია, ვიდრე ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებული 85.70 პროცენტი იყო.
აღსანიშნავია, რომ სექტორი კვლავ განიცდის წნეხს გაზრდილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისა და Medicaid-ის პროგრამიდან ბენეფიციარების გადინების გამო, თუმცა კომპანიამ ამ ეტაპზე ხარჯების კონტროლი შეძლო, რაც ინვესტორებმა დადებითად მიიღეს.
ცნობისთვის, UnitedHealth-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯანდაცვის კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სადაზღვევო მომსახურებასა და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ პლატფორმებს. Medicaid-ი და Medicare-ი კი აშშ-ის სახელმწიფო პროგრამებია, რომლებიც დაბალშემოსავლიანი პირებისა და ხანდაზმულების ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს.




























