ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. როგორც ორგანიზაცია იტყობინება, სხდომა მადრიდში 8 მარტს გაიმართება.
აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-დან რუსეთის გარიცხვასთან დაკავშირებით გვატემალას, ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვენიასა და უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე მოიწვია. სხდომაზე რუსეთის გარიცხვის საკითხს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა ორგანიზაციის ისტორიაში, როდესაც აღმასრულებელი საბჭო მსგავსი საკითხის განსახილველად იკრიბება.
ცნობისთვის: UNWTO რუსეთის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ეწინააღმდეგება UNWTO-ს და გაეროს წესდებას.
UNWTO-ს გენმდივანი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს რუსეთს წევრობა შეუჩერონ




























