დღეს Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ტექნოლოგიური კომპანიის, Arm-ის დებიუტი შედგა. IPO-ს შეფასებამ დაახლოებით 55 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის უმსხვილესი საჯარო განთავსებაა.
Arm-ის მიღმა იაპონური SoftBank-ი დგას, რომელმაც ამ გარიგებით დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი მიიღო.
Arm-ის დანიშნულება კომპიუტერების და სმარტფონების ჩიპების დიზაინის შექმნაა. ამ ბრიტანული კომპანიის სერვისით თითქმის მთელი მსოფლიო სარგებლობს და მის დიზაინს იყენებენ როგორც iPhone-ების, ასევე ანდროიდის სმარტფონების წარმოების პროცესში.
კომპანია 1990 წელს დაფუძნდა და ის 5,700 თანამშრომელს ასაქმებს. 2016 წლამდე ის საჯაროდ იყო განთავსებული, თუმცა შემდეგ ის SoftBank-ის საკუთრებაში გადავიდა, ახლა უკვე იაპონურმა ბანკმა ტექნოლოგიური კომპანიის ხელახლა დალისტვის გადაწყვეტილება მიიღო, Arm-ის დებიუტმა კი დღეს ნამდვილად წარმატებით ჩაიარა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.