მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ურბანული ჯენტრიფიკაცია მივიღეთ“ - მარიამ ასათიანის მოსაზრება მიგრანტების ეფექტზე

რემაქსი

RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორის მარიამ ასათიანის შეფასებით, მიგრანტების ნაკადმა, რომელმაც უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის და ფასების ზრდას შეუწყო ხელი, ჯენტრიფიკაცია გამოიწვია. ამის შესახებ მარიამ ასათიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

ჯენტრიფიკაცია ურბანული ტერმინია და ასახავს პროცესს, როდესაც ადამიანები შედარებით მაღალი შემოსავლებით სახლდებიან შედარებით ღარიბ ადგილებში ან ბიზნესები ინვესტიციებს დებენ შედარებით ღარიბ ქვეყნებში.

- რეალურად, მიგრანტების შემოსვლით, ვფიქრობ, მივიღეთ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგი. მე მოვერიდები პოლიტიკურ ჭრილში საუბარს. შეიძლება, ამ ყველაფრის გამო, პოლიტიკური დივიდენდები დაიკარგა, მაგრამ ეს ბიზნესის და პირადად ჩემი გასარჩევი თემა არაა. რასაკვირველია, მიგრანტებმა პოზიტიური გავლენა იქონიეს უძრავი ქონების ბაზარზე და ჯამურად საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, სოციალურ ჭრილში ძალიან დიდი ნეგატიური შედეგიც მოჰყვა, რაზეც არ საუბრობენ ხოლმე; ჩვენ კლასიკური ურბანული ჯენტრიფიკაციის სურათი მივიღეთ, როდესაც უფრო მდიდარი მოქალაქეები ყიდულობენ უძრავ ქონებას კონკრეტულ ადგილას და საქართველოს ბაზარი პატარაა, სახლდებიან და ქმნიან უფრო მაღალ მოთხოვნას, ეს ზრდის ფასებს და საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის უძრავი ქონება ხელმისაწვდომი აღარაა; სოციალურ ჭრილში, ჩვენ ტრაგედია გვაქვს...

- უფრო კონკრეტული მაგალითებით შეგიძლიათ ისაუბროთ? ვიცით, რომ მაგალითად, უძრავი ქონების ფასის გაზრდის გამო, სტუდენტებს გაუძვირდათ ბინების დაქირავება...

- არა მარტო სტუდენტებს... სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ემიგრანტი და მათი უმეტესობა აგროვებს თანხას იმიტომ, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული დანაზოგით შემდეგ სამშობლოში სახლი იყიდოს - უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა გაურთულდათ; ბინები გაძვირდა მათთვისაც, ვინც საქართველოში ცხოვრობს და სურს, შეძენა. რეალურად, გაძვირებული უძრავი ქონების ბაზარი, გაზრდილი ეკონომიკა, რა თქმა უნდა, კარგია და ისევ ეკონომიკაში ბრუნდება თანხები, მაგრამ ამ პერიოდში რჩება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ვერ ყიდულობს არა მხოლოდ გაძირებულ უძრავ ქონებას, არამედ - გაძვირებულ პროდუქტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები