მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ურთიერთობის გადახედვის პროცესი დასრულებული არაა, საბოლოოდ, ეს თავად საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს" - გერმანელი დეპუტატი

გერმანელი დეპუტატი

„გადახედვის პროცესი არ არის დასრულებული, მაგრამ საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება თავად საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს“, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა, რობინ ვაგენერმა გერმანიის მიერ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა საქართველოს გადასაწყვეტია, თუ რომელი გზით სურს სვლა.

„ჩვენ საქართველოს გვერდში ვედექით ამ დრომდეც, ახლაც და მზად ვართ სამომავლოდაც. მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში უნდა იქნეს მიღებული, თუ რომელ გზაზე გააგრძელონ სვლა. ჩვენ გადავხედავთ ყველა ამ პროცესს, და ვიფიქრებთ იმ დაფინანსებაზე, რომელიც პირდაპირ მიდის მთავრობისკენ“, - განაცხადა რობინ ვაგენერმა.

კიდევ ერთმა დეპუტატმა გერმანიიდან, კნუტ აბრაჰამმა კი აღნიშნა, რომ ახლა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები გზაგასაყარზეა და ეს მკაფიოდ ჩანს.

„სერიოზული კრიზისია ევროპულ პროცესების კუთხით, რას ნიშნავს ეს კონკრეტული მიმართულებებით და კონკრეტული დახმარების თუ პროექტის თვალსაზრისით, ამაზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ. ეს არ არის უბრალო რიტორიკა, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს სჭირდება ევროპა, მაგრამ ევროპასაც სჭირდება საქართველო“, - განაცხადა კნუტ აბრაჰამმა.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა, რობინ ვაგენერმა, თომას ჰაკერმა და კნუტ აბრაჰამმა პრესკონფერენცია თბილისში დღეს გამართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები