მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“
ცერემონიას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.
შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.
"აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























