მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ჯამური ინვესტიცია უნარების განვითარების სისტემაში 13 მილიონი აშშ დოლარია – ირინა წეროძე

USAID

USAID-ის “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” პროგრამა 2021 წელს დაიწყო და ამ დროისთვის, ყველა გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულებულია. პროგრამის შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე კერძო სექტორის ჩართულობის კომპონენტის ხელმძღვანელმა,ირინა წეროძემ BMGTV-ის ეთერში ისაუბრა.

“ყველა გამოცხადებული გრანტი უკვე დასრულებულია და ვფიქრობთ, საგრანტო კონკურსები აღარ გამოცხადდება, რადგან იმდენი კარგი პროექტია დაწყებული, პრიორიტეტების გადალაგება გახდა საჭირო. პროგრამის საგრანტო კომპონენტი $13 მილიონი იყო, ბიზნესის მხრიდან მოთხოვნამ კი ამ თანხას ბევრად გადააჭარბა.

ორი წლის განმავლობაში 412 აპლიკაცია შემოვიდა. ჩვენი გრანტების პირობა ბიზნესისათვის 1:1-ზეა - რა ინვესტიციასაც დებს USAID, იმავეს სთხოვს ბიზნესსაც - და ჯამურად ეს ინვესტიცია $100 მლნ-ზე მეტი იყო”, - ამბობს ირინა წეროძე.

“დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის” პროგრამის მიზანი მოსახლეობის ხელშეწყობაა ისეთი უნარ-ჩვევების შეძენაში, რომელსაც კერძო სექტორი მოითხოვს და ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში, კერძო სექტორი ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ფარგლებში გადამზადების საკუთარ პროგრამას ქმნის. ირინა წეროძის ცნობით, განხორციელებული პროექტების 73% სწორედ არაფორმალური განათლების მიმართულებითაა.

“პროგრამის ფარგლებში 50 სხვადასხვა პროექტი ხორციელდება ბიზნესთან და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ერთად. საქართველოში ასეთი მასშტაბური პროგრამა პირველად განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს ადამიანური კაპიტალის უნარების განვითარების საშუალება მივეცით.

მიღებული 412 საპროექტო აპლიკაციიდან 73% არაფორმალურ განათლებაშია. ჩვენი პროგრამა მოითხოვს, რომ დამსაქმებელი ჩართული იყოს არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამის ფორმირების, არამედ მისი მიწოდების პროცესშიც და შემდეგ, დასაქმების უზრუნველყოფაშიც. ფორმალური განათლების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ კერძო ბიზნესი ამ სამივე საფეხურზე ვერ ერთვება. ბიზნესს უნდა, რომ ამ პროცესებში იყოს ჩართული, მაგრამ მას უნდა, რომ თვითონ იყოს პროგრამის შემქმნელი, დამწერი, და შემდეგ - დამსაქმებელი.

არაფორმალური განათლების განვითარება, დამსაქმებლის ჩართულობით, ყველაზე საინტერესო, საჭირო და მნიშვნელოვანი ბაზისია იმისთვის, რომ ფორმალური განათლება განვითარდეს”, - ამბობს ირინა წეროძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები