მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი ინვესტორები გვეუბნებიან, თქვენი ქვეყანა აღარ გვაინტერესებსო" - "ენერჯი დეველოპმენტ სოლუშნესი"

ენერჯი დეველოპმენტ სოლუშნესი

კომპანია “ენერჯი დეველოპმენტ სოლუშნესის” დირექტორი მიხეილ მიქელაძე აცხადებს, რომ დღეს უცხოელ ინვესტორებს ჩვენი ქვეყანა აღარ აინტერესებთ, რადგან მათ ინვესტირება და ბიზნესის კეთება მშვიდ ადგილას სურთ.

ამის შესახებ ბიზნესმენმა და საქართველო-შვეიცარიის ბიზნესასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა BMGTV-ზე, გიორგი ისაკაძის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" ისაუბრა.

მიხეილ მიქელაძე უერთდება გადაცემაში გაჟღერებულ მოთხოვნებს ახალი არჩევნების დანიშვნისა და საპროტესტო აქციების დაპატიმრებულ მონაწილეთა ახალ წლამდე გათავისუფლების მოთხოვნას და აცხადებს: „ახალი არჩევნების ჩატარება და ახალ წლამდე დაკავებულების გამოშვება დღეს ნომერ პირველი საკითხია“.

ის აღნიშნავს, რომ ქვეყანაში „ჯერჯერობით კიდევ არსებობენ ისეთ ბიზნესმენები და ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ მდგომარეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე გავლენა არ ექნება“ და საკუთარი გამოცდილების შედეგად დღეს, უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს: „ერთ მაგალითს მოგიყვანთ, 8 წლის განმავლობაში 2012 წლამდე საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ვიყავი და ძალიან საინტერესო რაღაცები ხდებოდა მაშინ. დღემდე საინტერესო კონტაქტები მაქვს, რომელიც უკვე მეგობრობაში გადაიზარდა. ყველა, ვისაც ვესაუბრები იძახის, რომ „თქვენი ქვეყანა ნადვილად აღარ გვაინტერესებსო“ - ეს ძალიან ცუდი რამ არის - „ჯერ მოგვარდით და შემდეგ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ფული იყოს წყნარად და საქმეს მშვიდად აკეთებდეს. სხვა მე არ ვიცი რა ვთქვა“, - განაცხადა “ენერჯი დეველოპმენტ სოლუშნესის” დირექტორმა მიხეილ მიქელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები