მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს უმაღლეს განათლებას და ეკონომიკაში - გია ბარკალაიას ანალიზი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ მიიჩნევენ, რომ 10-წლიანი ოპერირების განმავლობაში სასწავლებელი რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ინტერნაციონალიზაციის დონის მქონე უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მესამედზე მეტი უცხოელია და მასში 4 500 სტუდენტი ირიცხება, რომელთა უმრავლესობა ასევე უცხოელია. „ნიუ ვიჟენის“ კურსდამთავრებულები კი 90 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილნი.

ბოლო წლებში ქართული უმაღლესი განათლება საერთაშორისო ბაზარზე სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს და ქვეყანაში მოქმედ კერძო თუ სახელმწიფო სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რიცხვიც მზარდია. Galt & Taggart-ის 2022-2023 წლების განათლების სექტორის მიმოხილვაში აღნიშნული, რომ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა უფრო მეტად კერძო უნივერსიტეტებში იზრდება, რის მიზეზადაც ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან გადმოსვლა სახელება. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტორი საქართველოს განათლების ჰაბის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს. მათი მონაცემებით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების წილი 15.2%- შეადგენს და სხვა ქვეყნების მაჩვენებელს, მათ შორის ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აღემატება.

რა როლი აქვთ უცხოელ სტუდენტებს ქართული უმაღლესი განათლებისა და ქვეყნის ეკონომიკაში - #რედაქტ2-ის ამ კითხვას „ნიუ ვიჟენ უნივერისიტეტის“ რექტორმა გია ბარკალაიამ უპასუხა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი 2 ფაქტორს ასახელებს, რაზეც უცხოელი სტუდენტების მზარდი რაოდენობა გავლენას ახდენს:

„ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების ჩამოსვლისას ორი მხარე არსებობს: ერთი როგორ მოქმედებს ეს უნივერსიტეტზე და მეორე - ქვეყნის ეკონომიკაზე. მგონია, რომ სტუდენტი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, არამხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ ბევრი იმ სერვისის მომხმარებელია, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა მათ სთავაზობთ - თვითმფრინავის ბილეთის შეძენის მომენტიდან ის ქვეყანაში ჩამოსვლისას სარგებლობს განთავსებით, კვებით, ტრანსპორტით, საბანკო სისტემით... მთლიანად ეკონომიკაზე ეს ძალიან დადებითად მოქმედებს.

რაც შეეხება უნივერსიტეტს, რაც უფრო მეტი სტუდენტი სწავლობს, მით უფრო მეტი პროფესორ მასწავლებელია დაკავებული და უნივერსიტეტსაც მით უფრო მეტი შემოსავალი აქვს, რომლის ჩადებაც ბევრ კარგ საქმეში შეუძლია. „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ ვცდილობთ თანხები, რომელიც უცხოელი სტუდენტებიდან შემოდის სხვადასხვა მიმართულებით დავხარჯოთ. მაგალითისთვის, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კარლ ცაისის (ZEISS) მიკროსკოპიის ლაბორატორია, რომლის ანალოგები მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. ჩვენ ეს ლაბორატორია ჩაკეტილი არ გვაქვს და ნებისმიერ მეცნიერს ამ მიკროსკოპებზე მუშაობის შესაძლებლობა აქვს, რადგან სასწაული დონის დანადგარები გვაქვს. ასევე ჩვენ ვავითარებთ სპორტის მიმართულებას და ამ მიმართულებით ვდებთ თანხებს, რათა მომავალ თაობას შთავაგონოთ ზრუნვა“, - განმარტავს გია ბარკალაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები