მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოური აგენტების“ კანონის გამო ევროკავშირმა შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს - Foreign Policy

კობახიძე-კალაძე

ევროპა მზად არის საქართველოს მკაცრად მოექცეს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Foreign Policy, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესაძლებელია, „უცხოელი აგენტებისკანონის მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი გაუუქმოს.

სტატიაში მიმოხილულია „ქართული ოცნების“ მიერ სადავო, რუსეთში 2012 წელს მიღებული კანონმდებლობის მსგავსი, კანონის ინიციირებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ვითარება - საპროტესტო აქციები, სამართალდამცველების მიერ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ და ევროკავშირის კრიტიკული პოზიცია. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი ახლა საპასუხოდ მკაცრი ტაქტიკის გამოსაყენებლად ემზადება.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა, თქვა, რომ ყველაზე სავარაუდო სცენარით, თუ კანონი გაწვეული არ იქნება, ოქტომბერში, როდესაც ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნების შესახებ, ის ეტყვის საქართველოს მთავრობას, რომ არ დაადასტურებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსს.

მთავრობამ მოგვატყუა შარშან, როდესაც თქვა, რომ კანონპროექტს აღარ წარადგენდა. გზავნილი მათთვის ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო“,- ამბობს Foreign Policy-ს წყარო.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის პროტესტისა და ევროკავშირის კრიტიკის შემდეგ, გასული წლის მარტში, საქართველოს მთავრობამ ანალოგიური კანონის მიღებაზე უკან დაიხია, თუმცა დეკემბერში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, აპრილში ხელახლა წარადგინა და მიიღო, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი, აშშ, დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები გაწვევისკენ მოუწოდებდნენ.

საქართველოს ხელისუფლების არალიბერალური შემობრუნებისა და რუსეთთან დაახლოების კონტექსტში, სტატიაში ასევე საუბარია LGBTQ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე, ასევე ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის გამარტივებასთან დაკავშირებით მიღებულ საგადასახადო ცვლილებებზე, რომელიც კრიტიკოსების შეფასებით, საქართველოს შავი ფულის ჰაბად აქცევს, "ქართული ოცნების" მილიარდერ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და სხვა ოლიგარქებს კი სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები