მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი ამოქმედდა

არა რუსულ კანონს

იუსტიციის სამინისტრომ უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი აამოქმედა. ყველა ორგანიზაცია, რომელიც მთავრობის მიერ "რუსული კანონით" დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, აღნიშნულ რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. მსურველებს რეესტრში ორგანიზაციების მოძიებაც შეუძლიათ.

"ამ ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება", - წერია ვებ-გვერდზე.

რეგისტრაციისთვის ბენეფიციარებს ვადა 30 აგვისტომდე აქვთ.

აღსანიშნავია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მოიაზრებს ყველა იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომელიც არ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფუძნებული, არ არის სპორტული ფედერაცია ან შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და კალენდარული წლის განმავლობაში შემოსავლის 20%-ზე მეტს იღებს უცხოური ძალისგან. უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად ასევე ითვლება ის იურიდიული პირი, რომელიც ფლობს მედიასაშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოურია. ზემოთ მოცემულ სუბიექტებს, კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ რეგისტრაციას ავალდებულებს. ორგანიზაციას, რომელიც არ დარეგისტრირდება, სახელმწიფო შემოწმების შემთხვევაში, 25-ლარიან ჯარიმას დააკისრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები