შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყებიდან, რომელსაც 40 ათასამდე თანამშრომელი ჰყავს, 2000 თანამშრომლის წასვლა და ახლის მიღება პრობლემა არ უნდა იყოს. ასე პასუხობს ვახტანგ გომელაური პარლამენტში, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის კრიტიკას, რომლის თქმით, უწყებას თანამშრომლები მასიურად ტოვებენ და სამუშაოდ ამერიკაში მიდიან.
„ძალიან ბევრი ადამიანი გარბის თურმე სისტემიდან, როგი მექსიკით გარბის, ზოგი კატარღებით და ზოგი წყალქვეშა გემით - არ ვიცი საიდან იგონებენ ეს ადამიანები. შს სამინისტროში 40 ათასი ადამიანია, ბევრი პოლიციელი გვყავს. 2023-ში დათხოვნილი თანამშრომლების მაჩვენებელი 2965 იყო და მივიღეთ 2909 ახალი.
2022-ში სამსახურიდან წავიდა 4000 ადამიანი და 3200 მივიღეთ. ცოცხალი ორგანიზმია, ნამდვილად ვერ დავეთანხმები ქალბატონ ხატიას[დეკანოიძეს], რომ ყველა გარბის და ტოვებს უწყებას. ზოგი მიდის სხვაგან, ზოგი სახლში მიდის, მაგრამ ახლებიც მოდიან. ის, რომ წლიურად 2000 ადამიანი წავიდეს და ახალი მივიღოთ, პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა გომელაურმა.