უცვლელი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი არჩევნები და განთავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის 130-ე დღესაც გადაიკეტა.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშა აქვთ გაშლილი. ისინი სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას!”.
თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები სხვადასხვა მასშტაბით ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში და სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც იმართება.