მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უვიზო რეჟიმი ჩინეთის მოქალაქეებისთვის - რამდენი ჩინელი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს?

ჩინეთი

საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებშია მიღებული.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩინეთიდან საქართველოში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლას წაახალისებს. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში ქვეყანაში ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია.

წლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, მაშინ ვიზიტორთა რაოდენობა 48 ათასს შეადგენდა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა შემცირდა.

საქართველოში შემოსული ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა:

2017 წელი - 18,179 ვიზიტორი;
2018 წელი - 31,855 ვიზიტორი;
2019 წელი - 48,071 ვიზიტორი;
2020 წელი - 4,363 ვიზიტორი;
2021 წელი - 3,468 ვიზიტორი;
2022 წელი - 7,380 ვიზიტორი;
2023 წელი - 12,619 ვიზიტორი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები