მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთმა "შუა დერეფანში" სპილენძით დატვირთული პირველი მატარებელი გამოუშვა

63a1adfbae717
გიორგი თოლორდავა
20.12.22 17:12
12890
რუსული სარკინიგზო მარშრუტის გვერდის ავლის მიზნით, უზბეკეთმა „შუა დერეფანში“ სპილენძით დატვირთული პირველი მატარებელი გამოუშვა.

„შუა დერეფანი“ კონტინენტთაშორისო ალტერნატიული სატრანსპორტო გზაა, რომელიც თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, კასპიის და შავი ზღვის 4,000-კილომეტრიან მარშრუტს მოიცავს. მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, როდესაც სახელმწიფოებმა რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო გზების მოძიება დაიწყეს.

უზბეკეთიდან დაძრული მატარებელი 46 სატვირთო ვაგონს მოიცავს და ის თითქმის სრულად სპილენძითაა დატვირთული.

ევროკავშირის შეფასებით, „შუა დერეფანი“ რუსეთში გამავალი „ჩრდილოეთის დერეფნის“ საუკეთესო ალტერნატივაა და მისით სარგებლობა სახელმწიფოებმა მომავალშიც აუცილებლად უნდა გააგრძელონ, რათა რუსეთის ფედერაციას სატრანზიტო შემოსავლებიც შეუმცირდეს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები