უზბეკურმა Asia Alliance Bank-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მომსახურება და რუსეთში რეგისტრირებული კომპანიების ტრანზაქციების გატარება შეწყვიტა.
რეგულაციის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან, რომლებიც მესამე სახელმწიფოებს ფინანსური სანქციების დაწესებით ემუქრებიან, თუკი ისინი სანქცირებული პირების მომსახურებას არ შეწყვეტენ.
უზბეკეთის გარდა, ანალოგიურ შეზღუდვებს უერთდებიან: ჩინური, თურქული, არაბული და მონღოლური მსხვილი ბანკები.