დღეს გავრცელებულ განცხადებაში Nestle აღნიშნავს, რომ ისინი აჩერებენ ბავშვთა და სამედიცინო კვების გარდა სხვა საკვები პროდუქტების მიწოდებას. ბრენდებს შორის, რომლებიც რუსეთს ტოვებენ Nestle მხოლოდ ორს ასახელებს, ესენია KitKat და Nesquik-ი, კომპანია მიუთითებს, რომ ამ და სხვა ბრენდების გაყიდვები შეჩერდება, თუმცა ამ "სხვა" ბრენდებს კომპანია საკუთარ განცხადებაში არ ურთავს.
"უკრაინაში ომი მძვინვარებს, შესაბამისად რუსეთში ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ფოკუსირებული იქნება აუცილებელი საკვების მიწოდებაზე, როგორიცაა ჩვილ ბავშვთა კვება და სამედიცინო კვება. ეს მიდგომა შეესაბამება ჩვენს მიზანს და ღირებულებებს. იგი იცავს კვების ძირითადი უფლების უზრუნველყოფის პრინციპს.
მომავალში, ჩვენ ვაჩერებთ ცნობილ Nestlé ბრენდებს, როგორიცაა KitKat და Nesquik, სხვა არაერთ ბრენდთა შორის. ჩვენ უკვე შევაჩერეთ ძირითადი იმპორტი და ექსპორტი რუსეთში. შევაჩერეთ რეკლამა და შევაჩერეთ ყველა კაპიტალური ინვესტიცია ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიცავთ რუსეთის მიმართ ყველა საერთაშორისო სანქციას.
ჩვენ არ ველით მოგებას და შესაბამისად, მოგებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდას რუსეთში. ამასთან, ნებისმიერი მოგება გადაეცემა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს.
ამას ემატება ასობით ტონა საკვების მარაგი და მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება, რომელიც ჩვენ უკვე შევიტანეთ უკრაინაში მცხოვრები ხალხის მხარდასაჭერად. ასევე უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილების მხარდასაჭერად. ეს გაგრძელდება. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის და უკრაინაში ჩვენი 5,800 თანამშრომლის გვერდით,"- წერს Nestle.