მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს - განათლების მინისტრი გეგმას წარადგენს

643e8d5c8bf61
BM.GE
18.04.23 16:29
584
ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. BMG დაინტერესდა, თუ რა არის განათლების სუსტი რგოლი მინისტრის მოსაზრებით, რაზეც გიორგი ამილახვარმა უპასუხა, რომ უწყებას აქვს გამოწვევები.

„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს განათლებას ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. განსაკუთრებით ვიტყოდი პროფესიულ განათლებას და ამ კუთხით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ. სამი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა საკითხს სიღრმისეულად ჩავუღრმავდით, ვაღიარებ, რომ გამოწვევები გვაქვს და სწორედ ამისთვის ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. ვერ გამოვყოფდი სუსტ რგოლს, გვაქვს ძალიან ბევრი ძლიერი მხარე. ვიტყოდი, რომ გვაქვს გამოწვევები როგორც სასკოლო განათლებაში, ასევე სასკოლო და უმაღლეს განათლებაში. თუმცა ახლო მომავალში წარმოვადგენთ ზუსტს ხედვას, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები