მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჟა გაფრინდაშვილი: მე ვიცავ ჩემი შვილების მომავალს

5fa8471a003fe
BM.GE
08.11.20 23:24
2247
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლით აციის დარბევა დაიწყო, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იმყოფება. 

"მე ვიცავ ჩემი შვილების მომავალს, რომ მათ იცხოვრონ თანამედროვე დემოკრატიულ საქართველოში და მიეცეთ საშუალება გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ჩემმა თაობამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა თავის დროზე და არ მინდა, ჩემი თაობის შეცდომების გამოსწორება ჩემს შვილებს დასჭირდეს,"- "ფორმულასთან" განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა პროპორციულად გამოიყენეს, ამასთან ვახტანგ გომელაურის მოადგილე, კახაბერ საბანაძე ცრემლსადენი გაზის გამოყენებას უარყოფს. 

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შსს-ს მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. ლომჯარია წერს, რომ გაფრთხილების გარეშე ძალის გამოყენება კანონდარღვევას წარმოადგენს. 

"უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!,"- წერს ლომჯარია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები