ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ მთის ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც Bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.