მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანო ზარდიაშვილმა სსე-ს გენდირექტორის თანამდებობა დატოვა

ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი. იმ დროისთვის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილის გადადგომა 24-25 ივლისს, მთელ საქართველოში, ელექტროენერგიის გათიშვას უკავშირდებოდა, რაც BMG-ის რამდენიმე წყარომაც დაუდასტურა.

ჩვენი ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება ვანო ზარდიაშვილმა განცხადება 31 ივლისს დაწერა.

3 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტოში დაადასტურეს, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, ვანო ზარდიაშვილი კი შვებულებაში იყო. BMG-ის სამინისტროში ასევე უთხრეს, რომ ვარდიაშვილი სსეს-ის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

დღეს კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სააქციო საზოგადოება სსე-ს ახალი გენდირექტორი დავით ვარდიაშვილი, მინისტრმა ელექტროსისტემის თანამშრომლებს წარუდგინა. შეხვედრას ვანო ზარდიაშვილიც ესწრებოდა და მარიამ ქვრივიშვილმა მას მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილ ხელმძღვანელს ვანო ზარდიაშვილს კი გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ვანო ზარდიაშვილმა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა", - აღნიშნულია პრესრელიზში.

ცნობისთვის, ვანო ზარდიაშვილი სსე-ს გენერალური დირექტორის პოსტს 2025 წლიდან იკავებდა, იქამდე კი ამავე კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე იყო.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე კი იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები