დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აგრესიული ვაქცინაციის სამ მოდელს ამზადებს. როგორც NCDC-ს ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, ვაქცინაციის მარათონი ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით გაგრძელდება:
„ვაქცინაციის მარათონი სახეცვლილი ფორმით გაგრძელდება. ჩვენი წინადადება, რომელსაც საბჭო იხილავს შედგება სამი მიდგომისგან - ერთი არის, რომ რეგიონი, სადაც სამიზნე მაჩვენებელს ვუახლოვდებით, თბილისში, აჭარა და და რაჭაში აცრების მაჩვენებელი მაღალია. ამ სამ რეგიონში იქნება სერიოზული სტიმულები, რომ რაც შეიძლება სწრაფად ავიდეთ 60%-იან მოცვაზე.
მეორე მიდგომა არის, რომ მოდელად ავიღებთ ორ რეგოინს - გურიას და კახეთს, სადაც ვაქცინაციის მოცვა საშუალოზე მაღალია, და გვინდა იქაც მალე ავიდეთ 60%-იან მოცვაზე.
ჩვენი შეთავაზებაა ასევე, რომ ქვეყნის 10 დიდ ქალაქში, დაიწყოს სახეცვლილი მარათონის, ე.წ. პარასკევი-შაბათი-კვირის ინტენსიური, მასობრივი ვაქცინაციის აქციები. მედიას განსაკუთრებული წვლილის შეტანა დაგჭირდებათ ამაში“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.




























