ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლება 2021-2022 წლებში:
კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული - 50% ფასდაკლება
კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული - 30% ფასდაკლება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული.
სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის
ყველა სრულად ვაქცინირებული გიდის უსასყიდლო წვდომა სახელმწიფო სერვისებზე - მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო
სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე - 2 თვე:სექტემბერი - ოქტომბერი უფასო შესვლა
სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე - სეზონის გახსნიდან - იანვრის ჩათვლით უფასო აბონიმენტით სარგებლობა.




























