მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის დაწყებაზე განცხადება 1 ან 2 სექტემბერს გაკეთდება - გამყრელიძე

6128d89731e4d
თელარა გელანტია
27.08.21 16:19
1645
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის დაწყებაზე განცხადება 1 ან 2 სექტემბერს გაკეთდება. ამის შესახებ NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია ვებინარზე BM.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ თემაზე ფინანსთა სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოზე მოხსენება უკვე გააკეთა და მუშაობა გრძელდება.

„1 სექტემბერს ან 2 სექტემბერს გაკეთდება ოფიციალური განცხადება, როდის დაიწყება წამახალისებელი ლატარია. ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიების კომპანიებთან“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები