შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „შიკოლი“ ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას უერთდება. როგორც კომპანიის facebook-ით გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, ვაქცინირებული ადამიანები შოკოლადს 25%-იანი ფასდაკლებთ შეიძენენ.
„შიკოლი“ აგრძელებს თავის ერთგული მომხმარებლის განებივრებას, უგემრიელესი ხელნაკეთი შოკოლადით.
წახალისების მიზნით, გთავაზობთ 25%-იან ფასდაკლებას ნებისმიერ პროდუქციაზე ვაქცინირებულთათვის. ამით გამოვხატავთ მადლიერებას პანდემიის დაძლევის საქმეში გამოჩენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.