გუშინ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად, ვარშავაში სავაჭრო ცენტრში, რომელიც დედაქალაქის ბიალოლეკას რაიონში მდებარეობს, 1400 მაღაზია და მომსახურების პუნქტი სრულად დაიწვა.
Reuters-ის ცნობით, ვარშავის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს Mirbud-ი ფლობდა. ახლა, მისი თითქმის 100% დამწვარია. სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ცნობით, არავინ დაშავებულა.
ხელისუფლებამ ვარშავის მოსახლეობას ხანძრის შესახებ ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და შინ დარჩენისკენ და სახლების ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, მის ლიკვიდირებას რამდენიმე საათი დასჭირდება. იქამდე კი, ჰაერში შავი კვამლის მასა რამდენიმე კილომეტრზე ვრცელდება.