მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლის იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი შემცირდა - რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ/ვყიდით?

6401b50544837
ვიქტორია მღებრიშვილი
03.03.23 13:05
1213
გასულ 2022 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 7 მილიონ 922 ათასი დოლარის ღირებულების 12 324 ტონა ვაშლი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში რეალიზებული საქონლის მოცულობა 2021 წლის მაჩვენებელს 20.6%-ით, ხოლო ღირებულებით უფრო მცირედ 0.8%-ით ჩამორჩება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ვაშლის ძირითადი საექსპორტო ბაზრები პოსტსაბჭოთა ქვეყნებია. მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით ვაშლი რუსეთში იყიდება.

გასულ წლის სტატისტით, ვაშლის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

1. რუსეთი - 7.5 მლნ დოლარი, 11 658 ტონა;
2. სომხეთი - 274 ათასი დოლარი, 286 ტონა;
3. აზერბაიჯანი - 53 ათასი დოლარი, 236 ტონა;
4. სლოვენია - 16 ათასი დოლარი, 40 ტონა;
5. ყაზახეთი - 15 ათასი დოლარი, 41 ტონა;
6. ლიეტუვა - 6 ათასი დოლარი, 42 ტონა.
7. უკრაინა - 3 ათასი დოლარი, 20 ტონა;

მცირე, უმნიშვნელო მოცულობით ვაშლი სინგაპურშიც გავიდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი საქართველომ ვაშლის ექსპორტით 703 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ინვარში 1 090 ტონა ვაშლი მხოლოდ რუსეთსა და სომხეთში გავიტანეთ. ძირითადი მოცულობები 1 083 ტონა რუსეთში გავიდა.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, გასული წლის განმავლობაში საქართველომ 2 მილიონ 473 ათასი დოლარის ღირებულების 6 338 ტონა ახალი ვაშლი შეიძინა. შესაბამისად იმპორტი როგორც მოცულობით, ასევე ღირებულებით გაიზარდა (2021 წელი 6 338 ტონა, 2.4 მლნ დოლარი).

ვაშლის მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო, მეორე ადგილს კი რეიტინგში უკრაინა იკავებდა. ქვეყნები, სადაც ვაშლს ვყიდულობთ:

1. თურქეთი - 1.3 მლნ დოლარი, 3 849 ტონა;
2. უკრაინა - 461 ათასი დოლარი, 1 354 ტონა;
3. მოლდოვა - 442 ათასი დოლარი, 772 ტონა;
4. ნიდერლანდები - 164 ათასი დოლარი, 105 ტონა;
5. პოლონეთი - 42 ათასი დოლარი, 101 ტონა;
6. ირანი - 28 ათასი დოლარი, 81 ტონა;
7. სომხეთი - 14 ათასი დოლარი, 43 ტონა;
8. აზერბაიჯანი - 11 ათასი დოლარი, 19 ტონა;
9. რუსეთი - 4 ათასი დოლარი, 8 ტონა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები