მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლის მიღებას კომპანიები სექტემბრიდან დაიწყებენ - საპროგნოზო მოსავალი 130-135 ათასი ტონაა

62ff7aed2cf8a
BM.GE
20.08.22 10:30
1215
მიმდინარე წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს. კომპანიები ვაშლის მიღებას სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვაშლის მოსავლის სეზონთან დაკავშირებული საკითხები გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

„ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაციით”, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ადგილობრივ ბაზარზე ფერმერებს ვაშლის რეალიზაციისას პრობლემები შეექმნათ. მიზეზი უხვი მოსავალი და პროდუქციით გაჯერებული ადგილობრივი ბაზარია.

როგორც ფერმერმა თენგო კალმახელიძემ გასულ კვირას Bm.ge-სთან განაცხადა, შარშანდელთან შედარებით წელს სამჯერ მეტი მოსავალი მოვიდა და ფერმერები ხილის ექსპორტზე გატანის აუცილებლობის წინაშე დადგნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფერმერებს ვაშლის გადაყრა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები