მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელზეც ფასები არ გაგვიზრდია" - "ჩირინას" დამფუძნებელი

რევაზ ვაშაკიძე

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მათ პროდუქციაზე ფასები არ გაუზრდიათ. ამის შესახებ მან მწარმოევლებისა და ფასების სამთავრობო კომისიის წევრებს შორის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს, მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ დღეს, "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს ხვდება.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ კარტელური გარიგებების არსებობის შემთხვევაში საკითხი შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იკვლიონ.

"საქართველო ცოტა რამეს აწარმოებს და ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ფასების ზრდა საერთოდ დამოკიდებულია ვალუტის კურსზე და სხვა ბევრ საკითზე. შეიძლება იყოს კარტელური გარიგებებიც, მაგრამ ეს ანტიკორუფციული სამსახურის კვლევის საკითხი უნდა იყოს.

ჩვენ მწარმოებლები ვართ და ვაწარმოებთ პროდუქციას, რომელზეც ფასები არ გაგვიზრდია", - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ და განმარტა, რომ პროდუქტის ფასზე მათ შორის ვალუტის კურსის ცვლილებაც მოქმედებს.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები