მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვახტანგ ბუცხრიკიძე პრემიერთან შეხვედრაზე 2 საკითხს დააყენებს

602116173e430
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.21 14:44
1007
ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც BM.GE-სთან საუბრისას "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, საუბარი, ზოგადად, ეკონომიკას და 2021 წლის გამოწვევებს შეეხება.

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, თიბისი შეხვედრაზე 2 საკითხს დააყენებს.

„პირადად, მე ორი საკითხის დაყენებას ვაპირებ - ერთი შეეხება იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას, ვფიქრობ, საინტერესო იქნება თუ ეს პროგრამა გაგრძელდება;

მეორე - შეიძლება ახლა მთლად აქტუალური არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ფიქრი, რომ დავიწყოთ ალბათ სწორი იქნება; შედეგი  ერთ ან სამ თვეში არ დადგება, მაგრამ საფონდო ბირჟის, ეროვნული ბანკის, მთლიანად ბიზნესის და მთავრობის ერთობლივი მუშაობით შეიძლება ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რომ 1-დან 2 წლის პერსპექტივაში მოვახდინოთ მთლიანად კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე, ბიზნესების დაფინანსების ალტერნატიული წყაროს შექმნას“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხვრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები